საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ ლოკომოტივი დაამარცხა

17 სექტემბერი 2017
16 სექტემბერს სამტრედიამ ლოკომოტივი კიდევ ერთხელ დაამარცხა.

შეხვედრა "ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე" 16:00 საათზე შედგა. გუნდებმა მრავლად შექმნეს დაძაბული მომენტები კართან თუმცა პირველი გოლი მე-2 ტაიმში გავიდა. 


49-ე წუთზე კაპიტანმა ზუსტი პასის ჩაწოდება შეძლო რასაც საბანაძის ძლიერი დარტყმა მოყვა, ბურთი ანტე გის მოხვდა და შესანიშნავი შეტევა გოლით დასრულდა. 

მოწინააღმდეგემ საპასუხო გოლის გატანა 68-ე წუთზე მოახერხა, გოლის ავტორი ირაკლი სიხარულიძე გახდა. 

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ორივე გუნდმა შეძლო მორიგი სახიფათო მომენტების შექმნა, სამტრედიას ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე კარის მიმართულებით არაერთი ბურთი გაგზავნეს და მატჩის დასრულებამდე დარჩენილ რამდენიმე წამში საბოლოო, გამარჯვების გოლიც გაიტანეს. 

მაიკლისა და გის საუცხოო გათამაშებამ საჭირო გამარჯვება მოუპოვა სამტრედიას, 90+3 წუთზე ჩემპიონმა ლოკომოტივი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 32 21 5 6 75 27 48 68
ტორპედო 33 20 7 6 52 25 27 67
სამტრედია 33 18 7 8 50 35 15 61
საბურთალო 33 16 5 12 57 40 17 53
ლოკომოტივი 32 15 5 12 59 45 14 50
სკ ჩიხურა საჩხერე 32 15 4 13 40 48 -8 49
დილა 33 10 7 16 37 47 -10 37
დინამო ბათუმი 32 10 2 20 26 54 -28 32
კოლხეთი 32 5 8 19 29 62 -33 23
შუქურა 32 3 8 21 32 74 -42 17
შემდეგი მატჩი: 18 ნოემბერი 2017წ
? - ?
სამტრედია კოლხეთი
წინა მატჩი: 05 ნოემბერი 2017წ
2 - 0
ტორპედო სამტრედია
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula