საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

06 აგვისტო 2017
სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა ბათუმის "დინამო" დაამარცხა

5 აგვისტოს ბათუმის "დინამომ" სამტრედიას" "რაგბი არენაზე" უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილოსან "ტორპედოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

21-ე ტურის გამარჯვებულმა "სამტრედიამ" მეტოქის კართან სახიფათო მომენტები არაერთხელ შექმნა, თუმცა ბათუმის "დინამო" მოქმედი ჩემპიონისთვის ღირსეული მეტოქე აღმოჩნდა. 
გუნდების მიერ შექმნილი სახიფათო მომენტები, რიგ შემთხვევაში უზუსტო დარტყმით, რიგ შემთხვევაში კი მეკარის არაჩვეულებრივი თამაშით სრულდებოდა. 

მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის დაწყებიდან 65-ე წუთზე გავიდა. ნიკოლოს საბანაძემ სამტრედიას მაისურით მე-3 გოლი გაიტანა და გუნდს მორიგი გამარჯვებაც მოუტანა. "დინამოს" მეკარემ, სამტრედიელთა ლეგიონერის, ანტე გის არაჩვეულებრივი დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა, ხოლო მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურისა და შემდგომ საბანაძის თავური დარტყმისგან თავისი გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

გოლის შემდეგ, მიუხედავად 3 საჯარიმო დარტყმისა ბათუმის "დინამომ" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და სამტრედიამ გამარჯვება მოიპოვა. 

ვიდეო მიმოხილვა: იხილეთ აქ

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 33 22 5 6 76 27 49 71
ტორპედო 34 21 7 6 55 26 29 70
სამტრედია 34 19 7 8 55 35 20 64
საბურთალო 34 17 5 12 59 41 18 56
ლოკომოტივი 33 15 5 13 60 47 13 50
სკ ჩიხურა საჩხერე 33 15 4 14 41 51 -10 49
დილა 34 11 7 16 39 48 -9 40
დინამო ბათუმი 33 10 2 21 27 56 -29 32
კოლხეთი 33 5 8 20 29 67 -38 23
შუქურა 33 3 8 22 32 75 -43 17
ბოლო მატჩი: 23 ნოემბერი 2017წ
? - ?
ლოკომოტივი სამტრედია
წინა მატჩი: 18 ნოემბერი 2017წ
5 - 0
სამტრედია კოლხეთი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula