საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ ჩიხურას ანგარიშით 3:0 სძლია

28 ივლისი 2017
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სამტრედიის “სამტრედია” და საჩხერეს “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი მე-3 და მე-4 ადგილოსნებს შორის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიშის გახსნა შეხვედრის დაწყებიდან მე-4 წუთზე მოახერხა. გის არაჩვეულებრივი პასითა და რაჟამაშვილის ზუსტი დარტყმით სამტრედია ანგარიშით 1:0 დაწინაურდა.


მე-5 წუთზე კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაციით სამტრედიელთა მე-10 ნომერს, ნიკოლოზ საბანაძეს არაჩვეულებრივი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა “ჩიხურას” მეკარემ დროულად დატოვა კარი და საბანაძის დარტმის მოგერიებაც მოახერხა. 


ასევე ახსანიშნავია მე-11 წუთზე გის მორიგი ზუსტი პასი და საბანაძის მორიგი საგოლე მომენტი, თუმცა ჰამზიჩმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.


შეხვედრის მე-12 წუთზე საგოლე მომენტის შექმნა “ჩიხურამაც” შეძლო, თუმცა ტატანაშვილის დარტყმა, სამტრედიელთა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა ბრწყინვალედ მოიგერია.


შემდეგი შესანიშნავი მომენტი ახლა უკვე მატჩის მე-20 წუთზე შეიქმნა, სამტრედიელთა 22-ე ნომერმა, მჭედლიშვილმა საჯარიმოში არაჩვეულებრივი ჩაწოდებით საბანაძეს გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა, თუმცა მორიგი შეტევა ისევ გოლის გარეშე დასრულდა.


პირველ ტაიმში ბურთის ფლობით გამორჩეულ მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის მორიგი შანსი 41-ე წუთზე მიეცათ, ჩიკვაძის უხეში თამაშის გამო მსაჯის გადაწყვეტილებით პენალტი დაინიშნა. პენალტი ინტერს გიმ დაარტყა, თუმცა ჰამზიჩმა ისევ ზუსტად იმოქმედა.

 

მე-2 ტაიმში სამტრედიელთა მე-10 ნომერმა, ნიკოლოზ საბანაძემ საგოლე მომენტების რეალიზება მოახერხა და დუბლიც შეასრულა, 58-ე წუთზე სტუმართა 21-ე ნომრის შეცდომა საბანაძემ არაჩვეულებრივად გამოიყენა და “სამტრედიას” მაისურით პირველი გოლიც გაიტანა. 61-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ინტერს გიმ ჯიქიას მისამართით პასი გააკეთა, საგოლე მომენტის დაგვირგვინება კი საბანაძემ მოახერხა და ანგარიში 3:0 დაფიქსირდა.


მიუხედავად უამრავი დაძაბული მომენტისა საბოლოო ანგარიში სწორედ 3:0 დარჩა, ჩიხურამ პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ მოახერხა.


მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ

გოლი იხილეთ აქ

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 26 18 3 5 64 22 42 57
ტორპედო 26 15 6 5 38 19 19 51
სამტრედია 26 15 6 5 41 26 15 51
ლოკომოტივი 26 13 3 10 47 35 12 42
საბურთალო 26 12 4 10 41 29 12 40
სკ ჩიხურა საჩხერე 26 12 4 10 34 40 -6 40
დილა 26 7 7 12 31 39 -8 28
დინამო ბათუმი 26 8 2 16 22 42 -20 26
კოლხეთი 26 4 7 15 23 48 -25 19
შუქურა 26 2 6 18 22 63 -41 12
შემდეგი მატჩი: 23 სექტემბერი 2017წ
? - ?
დილა სამტრედია
წინა მატჩი: 16 სექტემბერი 2017წ
2 - 1
სამტრედია ლოკომოტივი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula