საფეხბურთო კლუბი სამტრედია

ჩვენი მიზანია, მოვიგოთ

18 ივლისი 2017
"ჩვენი მიზანია, რაც ბაქოში არ გამოგვივიდა აქ გავაკეთოთ, თამაში მოვიგოთ", ასე აღწერა "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ ხვალინდელი მატჩის მიზანი და ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

17 ივლისს გამართულ მატჩამდელ პრესკონფერენციაზე, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა, საპასუხო შეხვედრის გარდა, "ყარაბაღთან" წაგებულ მატჩზეც ისაუბრა. 

""სამტრედია" ქვეყნის სახე იყო, ანგარიში კი ყველაფერზე მეტყველებს. სხვისი თამაში, რომ იყოს და ანალიზს ვაკეთებდე ვიტყოდი, ბოლო 4 ბურთი გავუშვით 20 წუთში, ეს არაფერზე მეტყველებს, თუმცა შეიძლება კონცენტრაციაზე საუბარი და ვერ გავექცევით აღნიშნულ საკითხს. მათი ფინანსები ბევრად დიდია და ასეთი ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, შესაძლოა ბევრად კარგები ვყოფილიყავით, ვიდრე დღეს ვართ," - განაცხადა გია ცეცაძემ.

გუნდის მთავარი მწვრთნელმა კომენტარი ტრანსფერებზეც გააკეთა. მისი თქმით,  იმ ფეხბურთელების, ვინც კლუბი დატოვა, დარჩენის შემთხვევაში დღეს უფრო ჩამოყალიბებულ გუნდს მივიღებდით. თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში გია ცეცაძემ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა იანვრიდან აქტიურად არის ორიენტირებული ტრანსფერების განხორციელებასა და გაძლიერებაზე მთავარი მწვრთნელი  ასევე კმაყოფილია სამტრედიელთა რიგებში ორი ლეგიონერის მუშაობით.

პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილიც ესწრებოოდა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის და იმედი დაიტოვა, რომ გუნდი საპასუხო მატჩის შედეგით თითოეულ მათგანს გაახარებს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი სამტრედიასა და ყარაბაღს შორის 18 ივლისს, დინამო არენაზე, 21:00 საათზე გაიმართება.

ბილეთების აღება შესაძლებელი იქნება სალაროებში. ბილეთის ფასი - 0 ლარი. 

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 33 22 5 6 76 27 49 71
ტორპედო 34 21 7 6 55 26 29 70
სამტრედია 34 19 7 8 55 35 20 64
საბურთალო 34 17 5 12 59 41 18 56
ლოკომოტივი 33 15 5 13 60 47 13 50
სკ ჩიხურა საჩხერე 33 15 4 14 41 51 -10 49
დილა 34 11 7 16 39 48 -9 40
დინამო ბათუმი 33 10 2 21 27 56 -29 32
კოლხეთი 33 5 8 20 29 67 -38 23
შუქურა 33 3 8 22 32 75 -43 17
ბოლო მატჩი: 23 ნოემბერი 2017წ
? - ?
ლოკომოტივი სამტრედია
წინა მატჩი: 18 ნოემბერი 2017წ
5 - 0
სამტრედია კოლხეთი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula