საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია ყარაბახთან დამარცხდა

12 ივლისი 2017
სამტრედიის საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანულმა "ყარაბახმა" დაამარცხა.

შეხვედრა 21:00 საათზე "თოფიქ ბაჰრამოვის" სტადიონზე დაიწყო.

მატჩი პირველივე წუთებიდან საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მთავარმა მსაჯმა შეხვედრის დაწყებიდან 5 წუთში გიული მანჯგალაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, ამას მე-8 წუთზე მეორე ყვითელი მოჰყვა რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებით ბალდემ, ხელით თამაშისთვის მიიღო. მე-8 წუთზე დანიშნული ჯარიმის შესრულების შემდეგ, მსაჯმა 11 მეტრიანი დანიშნა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებითა და ისმაილოვის შესრულებული პენალტით ყარაბახმა უპირატესობა მოიპოვა, სამტრედიის კაპიტანმა კი ყვითელი ბარათი მიიღო. 

შემდეგი გოლი მატჩის 37 წუთზე, ყარაბახის მე-9 ნომერმა გაიტანა. ანგარიში 2:0 გახდა. პირველი ტაიმის დამატებით დროში მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, შეხვედრის პირველი ნახევარი, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

სამტრედიამ კიდევ ერთი ყვითელი ახლა უკვე მე-2 ტაიმში, შეხვედრის დაწყებიდან 58-ე წუთზე მიიღო. მსაჯმა სამუშიას ყვითელი ბარათი უხეში თამაშის გამო აჩვენა. მე-4 გოლის ავტორი ყარაბახის ერთ-ერთი ლეგიონერი, გერიერი აღმოჩნდა. მატჩის საბოლოო გოლი კი დამატებით წუთებზე მიჩელმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში 5:0  დაფიქსირდა.

განმეორებით მატჩზე სამტრედია ყარაბახს, თბილისში, დინამო არენაზე უმასპინძლებს. 




ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 22 16 2 4 55 16 39 50
ტორპედო 21 13 5 3 30 13 17 44
სამტრედია 22 13 4 5 34 22 12 43
ლოკომოტივი 21 9 3 9 35 29 6 30
სკ ჩიხურა საჩხერე 21 9 3 9 28 33 -5 30
საბურთალო 21 9 2 10 29 27 2 29
დინამო ბათუმი 21 7 2 12 17 26 -9 23
დილა 21 5 7 9 24 31 -7 22
კოლხეთი 21 4 7 10 18 35 -17 19
შუქურა 21 1 5 15 15 53 -38 8
ბოლო მატჩი: 19 აგვისტო 2017წ
? - ?
საბურთალო სამტრედია
წინა მატჩი: 18 აგვისტო 2017წ
1 - 1
სამტრედია დინამო თბილისი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula