საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

21 ივნისი 2017
სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა გათამაშების მეორე წრე გამარჯვებით დაასრულა.

20 ივნისს სამტრედიამ გორის "დილას უმასპნძლა, შეხვედრა "ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე" 18:30 დაიწყო. 

მატჩის პირველი გოლის გატანა სტუმრებმა 10 წუთში მოახერხეს, თუმცა საპასუხოდ 24-ე წუთზე კაპიტნის გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა. სამტრედიელთა ფეხბურთელებმა არაჩვეულებრივი კომბინაცია და ულამაზესი პირველი გოლი შესთავაზეს მაყურებელს, დანიშნული ჯარიმა მანჯგალაძემ დაარტყა და ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, რასაც გოგიაშვილის თავური დარტყმა და პასი მოჰყვა შემდეგ კი კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა კომბინაცია გოლით დაასრულა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ სამტრედიამ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, მათ შორის ბერიაშვილის დარტყმა, თუმცა მუჯრიშვილმა კიდევ ერთხელ მოახერხა საკუთარი გუნდის გადარჩენა. 

მეორე ტაიმიც ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა ისევ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და მატჩის 51-ე წუთზე ჟან დერეტმა მე-2 გოლი გაიტანა სამტრედიელთა კარში. 81-ე წუთზე დათუნაიშვილის არაჩვეულებრივი პასით, დავით რაჟამაშვილმა მოახერხა მეკარესთან პირისპირ გასვლა და ანგარიშის გათანაბრება. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, გიორგი პაპავას, ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი უჩვენა და გორის "დილა" 10 კაციანი შემადგენლობით დარჩა. ამის შემდეგ უნდა აღინიშნოს რაჟამაშვილის შესრულებული ჯარიმა და სანდოხაძის გოლის რეალური შანსი, გორელთა ფეხბურთელები ამ ეპიზოდში გადარჩნენ თუმცა მალევე ნიკა სანდოხაძემ გადამწყვეტი, მატჩის საბოლოო და ნამდვილად არაჩვეულებრივი გოლის გატანა მაინც მოახერხა

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 26 18 3 5 64 22 42 57
ტორპედო 26 15 6 5 38 19 19 51
სამტრედია 26 15 6 5 41 26 15 51
ლოკომოტივი 26 13 3 10 47 35 12 42
საბურთალო 26 12 4 10 41 29 12 40
სკ ჩიხურა საჩხერე 26 12 4 10 34 40 -6 40
დილა 26 7 7 12 31 39 -8 28
დინამო ბათუმი 26 8 2 16 22 42 -20 26
კოლხეთი 26 4 7 15 23 48 -25 19
შუქურა 26 2 6 18 22 63 -41 12
ბოლო მატჩი: 23 სექტემბერი 2017წ
? - ?
დილა სამტრედია
წინა მატჩი: 16 სექტემბერი 2017წ
2 - 1
სამტრედია ლოკომოტივი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula