საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია მე-2 ადგილს იკავებს!!!

14 მაისი 2017
სამტრედიის საფეხბურთო კლუბმა მე-12 ტური გამარჯვებით დაასრულა.

14 მაისს სამტრედიის "სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" ეროსი მანჯგალაძეზე უმასპინძლა, მატჩი 15:30 საათზე დაიწყო და პირველივე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. 

მატჩის პირველ ნახევარში სამტრედიამ რამდენიმე არაჩვეულებრივი საგოლე მომენტი შექმნა, ბათუმის დინამომაც შეძლო დაძაბული მომენტების შექმნა, თუმცა სამტრედიას მეკარე, ომარ მიგინეიშვილმა თითოეულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის მე-13 წუთზე დავით ჯიქიამ რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ და მცველებმა გუნდის გადარჩენა შეძლეს. აღსანიშნავია სამტრედიელთა მორიგი ძალიან სახიფათო მომენტიც, მატჩის მე-16 წუთზე, საჯარიმოში შესულმა ჩაგელიშვილმა ზუსტი პასის გაკეთება მოახერხა სამტრედიელთა 7 ნომრისთვის, თუმცა დავით რაჟამაშვილის დარტყმა კარის მიმართულებით არა ზუსტი აღმოჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს დავით ჯიქიას არაჩვეულებრივი პასი გიორგი ახალაძის მიმართულებით, რომელმაც მოახერხა კარის მიმართულებით დარტყმა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა მოწინააღმდეგე გუნდის კარს.

მეორე ტაიმი იმედის მომცემი აღმოჩნდა ბათუმის დინამოსთვის, შონიამ მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით თამაშ გარე დაფიქსირდა და გოლი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვალა. რაც შეეხება სამტრედიას, ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა მათთვის მეორე ტაიმი, მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და ბევრი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს. პირველი გოლი მატჩის 53-ე წუთზე სამტრედიას კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა მეორე გოლის ავტორი კი გიული მანჯგალაძე, არჩვეულებრივად შესრულებული ჯარიმით გახდა. გოლების შემდეგ 61-ე წუთზე შემოსული სამტრედიელთა ფეხბურთელი ბელოვი, სახიფათო მომენტების შექმნით გამოირჩეოდა, თუმცა ბათუმელთა მეკარე თითოეულ შემთხვევაში კარგად თამაშობდა.

შემდეგ ტურში მე-2 ადგილოსანი სამტრედია პირველ ადგილზე მყოფ თბილისის დინამოს შეხვდება. მატჩი 21 მაისს, 17:30 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას პირველი არხი უზრუნველყოფს.

შემადგენლობა: 
სამტრედია: 
ომარ მიგინეიშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (ბელოვი 61'), გიორგი ბერიაშვილი (მარკოზაშვილი 80'), დავით ჯიქია, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (მთივლიშვილი 55'), გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი დათუნაიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
ყვითელი ბარათი: რაჟამაშვილი (75'), ბელოვი (83')

დინამო (ბთ):
რომან ტაკიძე, მირზა ფარტენაძე, გელა გოგიტიძე (ვარშანიძე 80'), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე (კვანტალიანი 57'), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, კენედი უგოალა, არჩილ ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი 
ყვითელი ბარათი: შონია (30'), უგუალა (59'), კვირკველია (81')

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 18 14 1 3 42 11 31 43
ტორპედო 18 11 4 3 26 11 15 37
სამტრედია 18 10 3 5 25 20 5 33
სკ ჩიხურა საჩხერე 18 8 2 8 23 27 -4 26
საბურთალო 18 8 1 9 22 25 -3 25
ლოკომოტივი 17 7 3 7 30 21 9 24
დილა 17 5 7 5 21 18 3 22
დინამო ბათუმი 18 5 2 11 14 24 -10 17
კოლხეთი 18 4 5 9 17 29 -12 17
შუქურა 18 1 4 13 12 46 -34 7
შემდეგი მატჩი: 22 ივლისი 2017წ
? - ?
სამტრედია შუქურა
წინა მატჩი: 20 ივნისი 2017წ
3 - 2
სამტრედია დილა
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula