საფეხბურთო კლუბი სამტრედია

ბერიაშვილის დუბლი მე-11 ტურში

10 მაისი 2017
სამტრედიამ ჩიხურა სახლში დაამარცხა.

10 მაისს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ფარგლებში, საფეხბურთო კლუბმა "ჩიხურამ" სამტრედიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სამტრედიელთა თავდამსხმელებს გოლის გატანის შანსი არა ერთხელ მიეცათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში მეკარის კარგი თამაში, რიგ ეპიზოდებში კი ცოტაოდენი უზუსტობა აღინიშნებოდა. პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში ბერიაშვილის დუბლით სამტრედიამ გამარჯვებაც მოიპოვა. 
პირველი გოლი გიორგი ბერიაშვილმა 65-ე წუთზე გაიტანა, ის ორ მეტოქეს, კაკუბავასა და კაშიას გაექცა და შეძლო არაჩვეულებრივი დარტყმით დაესრულებინა შეტევა. 
ამის შემდეგ გოლის გატანის არაჩვეულებრივი შანსი გურამ სამუშიას მიეცა, თუმცა მასპინძლებს გაუმართლათ და ბურთი ხარიხას მოხვდა. 
მატჩის 75-ე წუთზე ჩაგელიშვილის შეტევა და გოლის გატანის მცდელობა ჩიხურას მეკარე, ჰამზიჩმა ჩაშალა, თუმცა ბერიაშვილის დამატებით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გოლის მომსწრენი გავხდით.
მატჩის 89-ე წუთზე ივანიშვილმა კორიფაძის წამოწყებული შეტევა დაასრულა და ანგარიში 1:2 გახადა.

მოპოვებული 3 ქულით სამტრედია კვლავ მე-3 ადგილზეა, მას "ლოკომოტივი" 1 ქულით უსწრებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიამ ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა გასვლით მატჩებზე. 

შემდეგ ტურში სამტრედია ბათუმის "დინამოს" 15:30 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრა კვირას, 14 მაისს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართება. ბათუმის "დინამო" 12 ქულით მე-8 ადგილზე ასპარეზობს.

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 26 18 3 5 64 22 42 57
ტორპედო 26 15 6 5 38 19 19 51
სამტრედია 26 15 6 5 41 26 15 51
ლოკომოტივი 26 13 3 10 47 35 12 42
საბურთალო 26 12 4 10 41 29 12 40
სკ ჩიხურა საჩხერე 26 12 4 10 34 40 -6 40
დილა 26 7 7 12 31 39 -8 28
დინამო ბათუმი 26 8 2 16 22 42 -20 26
კოლხეთი 26 4 7 15 23 48 -25 19
შუქურა 26 2 6 18 22 63 -41 12
ბოლო მატჩი: 23 სექტემბერი 2017წ
? - ?
დილა სამტრედია
წინა მატჩი: 16 სექტემბერი 2017წ
2 - 1
სამტრედია ლოკომოტივი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula