საფეხბურთო კლუბი სამტრედია

რაჟამაშვილის დუბლი

01 მაისი 2017
სამტრედიამ გორის "დილა" დაამარცხა

სამტრედიამ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის დილა დაამარცხა. 
პირველი ტაიმი საგოლე მომენტებით ნაკლებად დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს დავით რაჟამაშვილის არაჩვეულებრივი თამაში და დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა ბურთი აცდა მუჯრიშვილის კარს.

ანგარიშის გახსნა მეტად აქტიურმა, სტუმრებმა მოახერხეს. პირველი გოლი მეორე ნახევარში, მატჩის 52-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის შესრულებით გავიდა. გორის "დილამ" ანგარიშის გათანაბრება 71-ე წუთზე მოახერხეს, გოლი 67-ე წუთზე შემოსულმა ფეხბურთელმა, სალიეუ ტარავალიემ მოახერხა. 

მატჩის საბოლოო გოლის ავტორიც დავით რაჟამაშვილი გახდა. მან 85-ე წუთზე შესანიშნავი გოლით სამტრედიას 3 ქულა მოუპოვა. გუნდი 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და მე-10 ტურში შუქურას დაუპირისპირდება. 

მატჩის შემადგენლობა ასეთი იყო 

სამტრედია:
მიგინეიშვილი, სუხომინოვი (მჭედლიშვილი 72'), გოგიაშვილი, კასრაძე, ახალაძე, მარკოზაშვილი, დათუნაიშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 81'), რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, ჯიქია (მთივლიშვილი 96')

ყვითელი ბარათი: ახალაძე 55', ჯიქია 91', მიგინეიშვილი 93', რაჟამაშვილი 93', სამუშია 95'. 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

დილა:
მუჯრიშვილი, კვახაძე, მაჩაიძე, გაგოშიძე (წიქარიძე 46'), ფოფხაძე, პაპავა, ძარია (დერეტი 73'), კირკიტაძე, რიბეირო, მათიაშვილი, ნუბიო (ტარავალიე 67').

ყვითელი ბარათი: ფოფხაძე 93'

მთავარი მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

ვიდეო


  ვიდეო  

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 19 15 1 3 48 12 36 46
ტორპედო 19 12 4 3 28 12 16 40
სამტრედია 19 11 3 5 29 21 8 36
სკ ჩიხურა საჩხერე 19 9 2 8 27 29 -2 29
ლოკომოტივი 19 8 3 8 32 22 10 27
საბურთალო 19 8 1 10 23 27 -4 25
დილა 19 5 7 7 23 24 -1 22
დინამო ბათუმი 19 6 2 11 15 24 -9 20
კოლხეთი 19 4 5 10 18 35 -17 17
შუქურა 19 1 4 14 13 50 -37 7
შემდეგი მატჩი: 28 ივლისი 2017წ
? - ?
სამტრედია სკ ჩიხურა საჩხერე
წინა მატჩი: 22 ივლისი 2017წ
4 - 1
სამტრედია შუქურა
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula