საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია ჩემპიონია

19 დეკემბერი 2016
სამტრედია ჩემპიონია

11 დეკემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უმაღლესი ლიგის საჩემპიონო დაპირისპირების საპასუხო შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა. 
 შეხვედრა მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე გაიხსნა. ბუდუ ზივზივაძე შეტევის მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, შოთა კაშიამ შემტევი წესების დარღვევით შეაჩერა და სამტრედიელებმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტი ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზევე საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა ორი ცვლილება განახორციელა. ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, „ჩიხურა“ უფრო აქტიურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ საქმე რეალურ მომენტამდე არ მისულა. მე-60 წუთზე „სამტრედიამ“ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და არაბული-ზივზივაძე-დათუნაიშვილის კომბინაცია, ამ უკანასკნელმა ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა, 0:2. ანგარიშიდან გამომდინარე ორ მატჩიანი დაპირისპირების ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა საჩხერელები დანებებას არ აპირებდნენ. მათმა შეტევებმა შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო, ჯერ 83-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი, 90-ეზე საბა ლობჟანიძემ პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა, რომელიც სამტრედიაში გაიმართა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შესაბამისად გია ცეცაძის გუნდმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი კუთვნილი მედლებითა და საჩემპიონო თასით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვეს.
 ჩიხურა - სამტრედია 2:2 თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

 ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი, განუგრავა (46’ დეკანოიძე), ლექვთაძე, კორიფაძე, ლობჟანიძე, მუმლაძე (46’ გაბედავა), სარდალიშვილი
 მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე 

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე (77’ იმედაშვილი), მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (65’ გამყრელიძე), მანჯგალაძე, არაბული (73’ მარკოზაშვილი), ზივზივაძე, ჯიქია
 მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე 
 
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ხარიტონაშვილი, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი 

 გაფრთხილება: 13’ განუგრავა, 34’ რეხვიაშვილი, 42’ კაშია (სამივე ჩიხურა), 60’ დათუნაიშვილი, 64’ სანდოხაძე (ორივე სამტრედია), 67’ კაკუბავა (ჩიხურა), 90’ ჯიქია (სამტრედია)

 გოლები: 0:1 არაბული (პენ) (42), 0:2 დათუნაიშვილი (59), 1:2 დეკანოიძე (82), 2:2 ლობჟანიძე (პენ) (90)

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 22 16 2 4 55 16 39 50
ტორპედო 21 13 5 3 30 13 17 44
სამტრედია 22 13 4 5 34 22 12 43
ლოკომოტივი 21 9 3 9 35 29 6 30
სკ ჩიხურა საჩხერე 21 9 3 9 28 33 -5 30
საბურთალო 21 9 2 10 29 27 2 29
დინამო ბათუმი 21 7 2 12 17 26 -9 23
დილა 21 5 7 9 24 31 -7 22
კოლხეთი 21 4 7 10 18 35 -17 19
შუქურა 21 1 5 15 15 53 -38 8
შემდეგი მატჩი: 19 აგვისტო 2017წ
? - ?
საბურთალო სამტრედია
წინა მატჩი: 18 აგვისტო 2017წ
1 - 1
სამტრედია დინამო თბილისი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula