საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია 0:1 ტობოლი

11 ივლისი 2018
ყაზახურმა "ტობოლმა" გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე მოახერხა.

10 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი შეხვედრა გაიმართა. "სამტრედიამ" "ტობოლს" "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. "სამტრედიამ" მეტოქე შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეაწუხა და პირველი გოლის გატანის შანსიც მე-2 წუთზე მოიპოვა. მე-16 წუთზე საკმაოდ სადავო მომენტიც შეიქმნა, მეტოქის საჯარიმოში წაქცეული მაქაცარია პენალტის დადებას ითხოვდა, აღნიშნულმა მომენტმა გულშემატკივრებშიც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

"ტობოლმა" პირველი სახიფათო მომენტი 33-ე წუთზე შექმნა, თუმცა მეკარის ზუსტმა მოქმედებამ მოწინააღმდეგეს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა. ამას 35-ე წუთზე მეორე მომენტიც მოჰყვა, თუმცა მეკარემ ზუსტი მოქმედებით კვლავ თავი გამოიჩინა. 

მიუხედავად ჩვენი გუნდის ბურთის ფლობის უპირატესობისა, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. სტუმრები გააქტიურდნენ და ჩვენი კარის მიმართულებით რამდენიმე საკმაოდ სახიფათო დარტყმაც განახორციელეს, თუმცა რიგ შემთხვევაში მეკარის, რიგ შემთხვევაში კი ჩვენი გუნდის დაცვის შესანიშნავმა თამაშმა "ტობოლს" გოლის გატანის საშუალება კვლავ არ მისცა. 

შეხვედრის მეორე ნახევარიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და "სამტრედიას" ანგარიშის გახსნის საშუალება კიდევ რამდენჯერმე მიეცა. 

მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. "ტობოლის" 96-მა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ცხრილი

გგ
მგ
+/-
საბურთალო 18 14 1 3 35 14 21 43
დინამო თბილისი 17 11 2 4 33 17 16 35
დილა 17 9 7 1 36 19 17 34
სკ ჩიხურა საჩხერე 18 8 4 6 24 19 5 28
ტორპედო 18 8 3 7 26 18 8 27
რუსთავი 17 5 5 7 17 22 -5 20
ლოკომოტივი 17 5 3 9 19 29 -10 18
კოლხეთი 17 3 5 9 19 40 -21 14
სიონი 17 3 4 10 15 29 -14 13
სამტრედია 18 1 6 11 11 28 -17 9
ბოლო მატჩი: 04 ივლისი 2018წ
1 - 3
სამტრედია საბურთალო
წინა მატჩი: 29 ივნისი 2018წ
2 - 1
რუსთავი სამტრედია
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula