საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია 1:3 საბურთალო

04 ივლისი 2018
4 ივლისს, ჩვენმა გუნდმა "საბურთალოს" ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზე" უმასპინძლა.

"ეროვნული ლიგის" მე-18 ტურის მატჩის დაწყებიდან, 20 წუთში მოწინააღმდეგე გუნდმა მეკარის შეცდომა გამოიყენა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლის ავტორი დავით ვოლკოვი გახდა.

სტუმრებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს. ამჯერად გუნდის დაწინაურება "საბურთალოელთა" 10-მა მოახერხა. გიორგი კოხრეიძემ "სამტრედიას" მეკარე ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა. 

38-ე წუთზე "სამტრედიამ" შანსი გამოიყენა და 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულების შემდეგ, პირველი ტაიმი მოწინააღმდეგესთან ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. მაყურებელმა, ორივე გუნდის კართან, არა ერთი საინტერესო მომენტი იხილა. მიუხედავად ჩვენი გუნდის აქტიურობისა, საბოლოო გოლი კვლავ "საბურთალომ" გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1:3 დაფიქსირდა. გუნდება ჯამში 7 ყვითელი ბარათი დააგროვეს. 
"სამტრედია": ი.ფატიჩ(10'); ვ.ბაჩიაშვილი(62'); შ.კერძევაძე(90+4'). 
"საბურთალო": თ.გრიგალაშვილი(37'); გ.კოხრეიძე(40'); ს.ალთუნაშვილი(71'); ვ.გონსალვეში(90+2').


ცხრილი

გგ
მგ
+/-
საბურთალო 18 14 1 3 35 14 21 43
დინამო თბილისი 17 11 2 4 33 17 16 35
დილა 17 9 7 1 36 19 17 34
სკ ჩიხურა საჩხერე 18 8 4 6 24 19 5 28
ტორპედო 18 8 3 7 26 18 8 27
რუსთავი 17 5 5 7 17 22 -5 20
ლოკომოტივი 17 5 3 9 19 29 -10 18
კოლხეთი 17 3 5 9 19 40 -21 14
სიონი 17 3 4 10 15 29 -14 13
სამტრედია 18 1 6 11 11 28 -17 9
ბოლო მატჩი: 04 ივლისი 2018წ
1 - 3
სამტრედია საბურთალო
წინა მატჩი: 29 ივნისი 2018წ
2 - 1
რუსთავი სამტრედია
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula