საფეხბურთო კლუბი სამტრედია

ვაკო ბაჩიაშვილი

30 მაისი 2018
კოლხეთთან საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენს კონკურენტ გუნდს ვეთამაშებოდით. ჩვენთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია და შესაბამისად ყველა ტურში 3 ქულის აღებას ვცდილობთ.


თავიდან ცოტა უყურადღებოდ დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავუშვით, თუმცა 10-15 წუთის შემდეგ თამაშს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით, რაც შექმნილ მომენტებზე და ანგარიშზეც აისახა.

ვფიქრობ დიდი როლი ითამაშა წითელმა ბარათმა, კაცნაკლულებს ძალიან გაგვიჭირდა თამაში, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ და ქულა მაინც ავიღეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შემდეგი თამაში 9 ივნისს გვაქვს ტორპედოსთან. მოგება და 3 ქულა ძალიან გვჭირდება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

რაც შეეხება გოლს, ეს ჩემი პირველი გოლი იყო სამტრედიის რიგებში და წლევანდელ ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ვიმედოვნებ შემდეგ თამაშებშიც გავახარებ გულშემატკივარს და დავეხმარები გუნდს.


ცხრილი

გგ
მგ
+/-
საბურთალო 13 10 0 3 27 11 16 30
დილა 14 7 6 1 28 15 13 27
დინამო თბილისი 13 8 2 3 24 12 12 26
სკ ჩიხურა საჩხერე 13 6 4 3 22 14 8 22
ტორპედო 14 6 3 5 20 14 6 21
ლოკომოტივი 13 4 2 7 14 23 -9 14
კოლხეთი 14 3 4 7 15 32 -17 13
რუსთავი 13 3 3 7 11 19 -8 12
სიონი 13 2 4 7 12 23 -11 10
სამტრედია 14 1 6 7 9 19 -10 9
ბოლო მატჩი: 16 ივნისი 2018წ
? - ?
დილა სამტრედია
წინა მატჩი: 09 ივნისი 2018წ
1 - 4
სამტრედია ტორპედო
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula