საფეხბურთო კლუბი სამტრედია

ამხანაგური მატჩი

22 თებერვალი 2018
ბოლო მე-7 ამხანაგური მატჩი "სამტრედიამ" ყირგიზეთის კლუბ "ალაისთან" გამართა.

მატჩის პირველ ნახევარში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
მიგინეიშვილი, ნდონგი, ფატიჩი, ახალაძე, დაუშვილი, განუგრავა, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, გი, მაიკლი.

30-ე წუთზე კირკიტაძემ ანგარიში გახსნა და მოწინააღმდეგეს პირველი გოლი გაუტანა, ამას 4 წუთში ჩაჩუას მეორე გოლი მოყვა. მოწინააღმდეგე გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უპირატესობით დასრულდა, გიმ 44-ე წუთზე "ალაის" მე-3 გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში შემადგენლობა ასეთი იყო:
სტურუა, ლობჯანიძე, კერძევაძე, ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, აღდგომელაშვილი, ვეილი, ხაჩიძე. 

მე-2 ტაიმში მოწინააღმდეგემ მე-3 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ვინსენტ ლუკას ვეილმა მატჩის საბოლოო გოლი გაიტანა და ანგარიში 4:3 "სამტრედიას" სასარგებლოდ დაფიქსირდა.

"სამტრედია" 4:3 "ალაი" ბოლო მატჩი იყო, რომელიც თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გუნდმა ჩაატარა. ჩვენი გუნდი "ეროვნული ლიგისა" და უეფა-ს მატჩებისთვის მზადებას საქართველოში 26 თებერვლიდან განაგრძობს. 

ცხრილი

გგ
მგ
+/-
საბურთალო 7 6 0 1 15 4 11 18
დინამო თბილისი 7 5 0 2 14 7 7 15
სკ ჩიხურა საჩხერე 7 3 3 1 11 5 6 12
დილა 7 3 3 1 12 9 3 12
ტორპედო 7 3 0 4 8 8 0 9
რუსთავი 6 2 1 3 6 7 -1 7
სიონი 6 2 1 3 7 9 -2 7
კოლხეთი 7 2 1 4 7 16 -9 7
სამტრედია 7 1 2 4 3 8 -5 5
ლოკომოტივი 7 1 1 5 7 17 -10 4
შემდეგი მატჩი: 26 აპრილი 2018წ
? - ?
სამტრედია რუსთავი
წინა მატჩი: 22 აპრილი 2018წ
0 - 0
სკ ჩიხურა საჩხერე სამტრედია
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula