მორიგი ამხანაგური მატჩი

10 თებერვალს "სამტრედიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი ყარაგანდის საფეხბურთო კლუბ "შახტიორთან" გამართა.
პირველ ტაიმში "სამტრედიას" შემადგენლობა ასეთი იყო:
მიგინეიშვილი, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ბაჩიაშვილი, ახალაძე, განუგრავა, დაუშვული, გი, ერისთავი, კირკიტაძე, მაიკლი.
მოწინააღმდეგე გუნდმა პირველი გოლის დაფიქსირება მე-14 წუთზე შეძლო.
მეორე ნახევარში სამტრედიას შემადგენლობა ასე შეიცვალა:
მიგინეიშვილი, ფატიჩი, ნდონგი, მანჯგალაძე, ჩაჩუა, მესიაჩენკო, კერძევაძე, ნინუა, ოლხოვი, გიორბელიძე, ხაჩიძე.
მე-60 წუთზე მოწინააღმდეგემ მატჩის საბოლოო გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 "შახტიორის" სასარგებლოდ დაფიქსირდა.