ამხანაგური მატჩი

27 იანვარს “სამტრედიამ” პირველი ამხანაგური მატჩი “ორდაბასის” წინააღმდეგ გამართა.
პირველი ტაიმის შემადგენლობა ასეთი იყო:
მიგინეიშვილი, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ახალაძე, ჩაჩუა, განუგრავა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, ეროსთავი, გი, მაიკლი.
მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში ბაჩიაშვილმა გახსნა, მოწინააღმდეგე გუნდმა საპასუხო გოლის გატანა 37-ე წუთზე მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
მე-2 ტაიმში ჩვენი გუნდის შემადგენლობა შეიცვალა, სოსიაშვილმა მეტოქის წინაშე ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო: ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, ხაჩიძე, აღდგომელაშვილი, მე-2 ტაიმში ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მიგინეიშვილი, კერძევაძე, ვეილი და ქარქოზაშვილი ეხმარებოდნენ.
მეტოქემ კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში 1-3 ორდაბასის გამარჯვებით დასრულდა, აღსანიშნავია, რომ ორდაბასმა დღეს თავისი შეკრების მე-5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა.