საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ ლოკომოტივი დიდი ანგარიშით დაამარცხა

23 ნოემბერი 2017
22 ნოემბერს "ლოკომოტივმა" ჩვენს გუნდს" "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" უმასპინძლა. "სამტრედიამ" "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:5 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის 35-ე ტური მართლაც, რომ საინტერესო აღმოჩნდა. "ლოკომოტივი" "სამტრედიას" დაპირისპირებაში გულშემატკივარმა 7 გოლი იხილა. 

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მატჩის 25-ე წუთზე მოახერხეს, საპასუხო გოლი კი 30-ე წუთზე მიიღეს. ლაშა კასრაძემ ანგარიში გაათანაბრა. 37-ე წუთზე მანჯგალაძის გოლმა კი "სამტრედია" დააწინაურა. შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით დასრულდა. 

მე-2 ტაიმში "ლოკომოტივმა" ძალები მოიკრიბა და ანგარიში გაათანაბრა, "ლოკომოტივის" მხრიდან საბოლოო გოლის ავტორი ლუკა კიკაბიძე გახდა. "სამტრედიამ" კი მოწინაარმდეგე არ დაინდო და კიდევ 3 გოლი გაიტანა. 

68-ე და 72-ე წუთებზე გატანილი გოლების ავტორი სამტრედიელთა მე-7 ნომერი, დავით რაჟამაშვილი გახდა. ასევე დუბლი შეასრულა გიული მანჯგალაძემ, მისი გოლი "სამტრედიელთათვის" მე-5 მატჩისთვის კი საბოლოო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია "სამტრედიელთა" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ვალერ ოლხოვის აქტიურობა. ის მატჩში მე-2 ნახევრიდან ჩერთო და მოწინააღმდეგეთა მეკარე რამდენჯერმე შეაწუხა, 58-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმა შეასრულა, თუმცა თევდორაძემ მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება.

ეროვნული ლიგის საბოლოო მატჩი 25 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი გორის "დილას" უმასპინძლებს. 36-ე ტური "ეროსი მანჯგალაძეზე" 14:00 საათზე დაიწყება. 


ცხრილი

გგ
მგ
+/-
ტორპედო 36 23 7 6 58 26 32 76
დინამო თბილისი 36 23 6 7 79 29 50 75
სამტრედია 36 20 8 8 62 39 23 68
საბურთალო 36 18 6 12 61 42 19 60
სკ ჩიხურა საჩხერე 36 17 4 15 47 54 -7 55
ლოკომოტივი 36 16 5 15 63 53 10 53
დილა 36 11 8 17 41 51 -10 41
დინამო ბათუმი 36 10 3 23 28 60 -32 33
კოლხეთი 36 6 8 22 31 73 -42 26
შუქურა 36 4 9 23 34 77 -43 21
ბოლო მატჩი: 25 ნოემბერი 2017წ
2 - 2
სამტრედია დილა
წინა მატჩი: 23 ნოემბერი 2017წ
2 - 5
ლოკომოტივი სამტრედია
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula