საფეხბურთო კლუბი სამტრედია

50-ე გოლი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში

24 ოქტომბერი 2017
მიმდინარე ეროვნულ ლიგაში "სამტრედიამ" 50-ე გოლი თბილისის "დინამოს" გაუტანა.

ანრი ნდონგის გოლმა გუნდს 23 წლიანი პაუზის შემდეგ, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამარჯვება მოუტანა. სამტრედიელთა 15-მა ნომერმა თავით სადებიუტო და გუნდისთვის მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

88-ე წუთზე დინამოელთა კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა მაიკლის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, დადებული ჯარიმა დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, ანრი ნდონგმა კი თავური დარტყმით გოლი გაიტანა.

გაბონის ნაკრების წევრი "სამტრედიელთა" შემადგენლობაში 30-ე ტურში გამოჩნდა, შეგახსენებთ, რომ 30-ე ტურში სამტრედიამ ბათუმის დინამო ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 

50-ე გოლის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
დინამო კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა მე-2 ადგილოსანი "ტორპედო" ლიდერს მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ასევე მცირეა სხვაობა "დინამოსა" და "სამტრედიას" შორის, ჩვენი გუნდი პირველადგილოსანს 4 მე-2 ადგილოსანს კი 3 ქულით ჩამორჩება. 
დიდია სხვაობა "სამტრედიასა" და მე-4 ადგილოსან "საბურთალოს" შორის, საბურთალო ჩემპიონს 11 ქულით ჩამორჩება.

იხილეთ 50 გოლი,

ცხრილი

გგ
მგ
+/-
საბურთალო 13 10 0 3 27 11 16 30
დილა 14 7 6 1 28 15 13 27
დინამო თბილისი 13 8 2 3 24 12 12 26
სკ ჩიხურა საჩხერე 13 6 4 3 22 14 8 22
ტორპედო 14 6 3 5 20 14 6 21
ლოკომოტივი 13 4 2 7 14 23 -9 14
კოლხეთი 14 3 4 7 15 32 -17 13
რუსთავი 13 3 3 7 11 19 -8 12
სიონი 13 2 4 7 12 23 -11 10
სამტრედია 14 1 6 7 9 19 -10 9
ბოლო მატჩი: 16 ივნისი 2018წ
? - ?
დილა სამტრედია
წინა მატჩი: 09 ივნისი 2018წ
1 - 4
სამტრედია ტორპედო
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula