საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედიამ დინამო დაამარცხა

24 ოქტომბერი 2017
23 ოქტომბერს "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა.

შეხვედრა თავიდანვე დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, ყრუაშვილმა სამტრედიას კართან 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მე-2 წუთზე დანიშნა. 

ჩვენი გუნდის მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა არაჩვეულებრივად ითამაშა და თოთაძის დარტყმული პენალტის მოგერიება მოახერხა. საპასუხოდ "დინამო" რამდენჯერმე გადარჩა, აღსანიშნავია 37-ე წუთზე გის ძლიერი დარტყმა, მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა. მეტოქემაც არა ერთი სახიფათო მომენტი შექმნა "სამტრედიას" კართან თუმცა ომარ მიგინეიშვილის არაჩვეულებრივმა თამაშმა მეტოქე გუნდს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, აღსანიშნავია მიქელთაძის დარტყმა, რომელიც სამტრედიელთა კარის ხარიხას მოხვდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრიდან სტუმრები უფრო მეტად გააქტიურდნენ, ისინი "დინამოს" საგრძნობლად აწუხებდნენ, ბრძოლამ შედეგიც გამოიღო, 89-ე წუთზე ანრი ნდონგმა თავური დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა. მეტოქემ სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო, მეტიც სამტრედიას კიდევ ჰქონდა გოლის გატანის საშუალება, თუმცა ლიტოვჩენკომ ბურთის მოგერიება მოახერხა.

უნდა აღინიშნოს, რომ 23 წლის განმავლობაში, გასვლით მატჩში,  სამტრედიამ პირველად დაამარცხა თბილისის დინამო.

ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 33 22 5 6 76 27 49 71
ტორპედო 34 21 7 6 55 26 29 70
სამტრედია 34 19 7 8 55 35 20 64
საბურთალო 34 17 5 12 59 41 18 56
ლოკომოტივი 33 15 5 13 60 47 13 50
სკ ჩიხურა საჩხერე 33 15 4 14 41 51 -10 49
დილა 34 11 7 16 39 48 -9 40
დინამო ბათუმი 33 10 2 21 27 56 -29 32
კოლხეთი 33 5 8 20 29 67 -38 23
შუქურა 33 3 8 22 32 75 -43 17
ბოლო მატჩი: 23 ნოემბერი 2017წ
? - ?
ლოკომოტივი სამტრედია
წინა მატჩი: 18 ნოემბერი 2017წ
5 - 0
სამტრედია კოლხეთი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula