ყურბანოვი: "ჩემი მხრიდან, სამტრედიაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო"

12 November, 2019 - 00:17


ნიჯატ ყურბანოვი ყველაზე გავლენიან აზერბაიჯანულ გამოცემასთან "სამტრედიაზე" საუბრობს.

"სამტრედიაში ყველაფერი კარგად მიდის. ამ გუნდში უკვე 5 გოლი გავიტანე და 3 საგოლე გადაცემა გავაკეთე. ფლეი–ოფის საგზური უკვე გავინაღდეთ, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძვით და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

ჩემი მხრიდან, სამტრედიაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კარიერაში. გუნდთან კონტრაქტი მისრულდება, შემოთავაზებები კი ყაზახური და სხვა ქართული კლუბებისგან მაქვს. ჯერ არ ვიცი, რა მოხდება. ველოდები, რათა საუკეთესო არჩევანი გავაკეთო", – აცხადებს ყურბანოვი.