სამტრედიას მე-6 ტრანსფერი!

22 სექტემბერი, 2019 - 18:07


23 წლის ნახევარმცველი ვაჟა ქიქავა "სამტრედიას" შეუერთდა და კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ბოლოს ქიქავა ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა, თავის დროზე კი "მერანისა" და "ლოკომოტივის" რიგებში თამაშობდა.

ქიქავას დებიუტი "შუქურასთან" უკვე შედგა, სადაც ის ძირითად შემადგენლობაში იყო.

მიმდინარე ზაფხულს, ეს "სამტრედიას" მე-6 ტრანსფერია. ქიქავას გარდა, გუნდმა რაჟამაშვილი, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, პავიშიჩი და საჯაია დაიმატა.