რაჟამაშვილი სამტრედიაში დაბრუნდა, სერბის სადებიუტო გოლი

15 ოქტომბერი, 2019 - 02:22


"სამტრედიამ" კიდევ 2 ფეხბურთელი დაიმატა... სტრაჰინია პავიშიჩმა და დავით რაჟამაშვილმა "მერანთან" სეზონის პირველი მატჩი უკვე ჩაატარეს.

რაჟამაშვილს გულშემატკივარი კარგად იცნობს. ის "სამტრედიაში" მაშინაც გამოდიოდა, როცა გუნდი ჩემპიონი გახდა.

სერბი ნახევარმცველი კი ჩვენს გუნდში "რადნიჩკიდან" გადმოვიდა და სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა!

რაჟამაშვილმაც და პავიშიჩმაც "სამტრედიასთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გააფორმეს.