უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ: თბილისის მერანი - სამტრედია

19 ივლისი, 2019 - 21:36


2 ივლისს გაიმართება ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალური მატჩი თბილისის "მერანსა" და "სამტრედიას" შორის.

მე-17 ტურის შეხვედრა თბილისში, 19:00 საათზე, სპაერის სტადიონზე გაიმართება.

პირველ რიგში, ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული სატურნირო ცხრილის გამოა. "სამტრედიას" 29 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, თბილისის "მერანი" კი გათამაშების ცხრილს 36 ქულით ლიდერობს.

თვალსაჩინოა "სამტრედიას" ბოლოდროინდელი სტატისტიკა. შიდა ჩემპიონატში კახა კაჭარავას გუნდს უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია, ამ 4 მატჩში იმერლებმა ჯამში 13 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 5 გაუშვეს.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, "მერანს" ზედიზედ ორი მატჩია არ მოუგია და თუ ხვალაც წააგებს, სხვაობა 4 ქულამდე შემცირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ "მერანს" წელს 11 მოგება აქვს, ისინი დაცვაში არასტაბილური თამაშით გამოირჩევიან და უკვე 17 ბურთი აქვთ გაშვებული, რაც ლიდერებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი წრის მატჩი "სამტრედიაში" შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ზოგადად კი "მერანისა" და "სამტრედიას" ურთიერთდაპირისპირებების სტატისტიკა თანაბარია:

19/11/2006 "მერანი" - "სამტრედია" 0:1

18/05/2007 "სამტრედია" - "მერანი" 0:1

23/04/2017 "სამტრედია" - "მერანი" 1;1