სამტრედიამ 2 ფეხბურთელი დაიმატა

16 თებერვალი, 2020 - 23:00


"სამტრედიამ" 2 ტრანსფერი განახორციელა.

ზურაბ ღირდალაძემ და ალეკო ჩაკვეტაძემ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და "სამტრედიაში" 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებენ.

24 წლის ჩაკვეტაძე ამპლუით ცენტრალური მცველია. 2017 წელს ის ფოთის "კოლხეთიდან" "ვიტ ჯორჯიაში" გადავიდა და წელსაც ამ გუნდში თამაშობდა. 

"ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა ზურაბ ღირდალაძეც. 25 წლის თავდამსხმელი "ზესტაფონში", "გაგრასა" და "ბორჯომშიც" გამოდიოდა. წელს მან ეროვნულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა.

კლუბი ორივე მათგანს წარმატებას უსურვებს!