U-11

21 აგვისტო, 2019 - 16:21


სამტრედიის საფეხბურთო კლუბის U-11-ის გუნდმა წარმატებით იასპარეზა 2007 წელს დაბადებულთა შორის, მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაში, იმერეთის 2018 წლის ფესტივალზე, .

U-11-მა ასევე წარმატებით იასპარეზა "მურად წივწივაძის" სახელობის ტურნირზე, სადაც ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 1-1, ხოლო პენალტების სერიაში გაიმარჯვება ,,სამტრედიამ" (3-2) მოიპოვა.

აგრეთვე ჩვენი გუნდიდან დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:

საუკეთესო მეკარე - დემეტრე მეფარიშვილი
საუკეთესო მცველი - ბიჭიკო ხაჟალია
საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ აბზიანიძე

სამტრედიის U-11 გუნდის მწვრთნელი: ლერი მეგენეიშვილი.