ეროვნული ლიგა, 30-ე ტური

25 ოქტომბერი, 2018 - 06:31

"ეროვნული ლიგის" 30-ე ტურში ჩვენი გუნდი თბილისის "დინამოს" ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე უმასპინძლებს. შეხვედრა 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. 

"დინამო" მიმდინარე სეზონში 59 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. გუნდს 18 მოგებული, 5 წაგებული და 5 ფრედ დასრულებული მატჩი უფიქსირდება. 

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, "სამტრედია" დინამოს" წელს 3 ჯერ უკვე დაუპირისპირდა, ორი მატჩი "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა, მესამე წრეში კი შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.