"სამტრედია" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

19 ოქტომბერი, 2018 - 09:21

უკრაინელი მცველები, დმიტრო ულიანოვი და ეგორ სმირნოვი "სამტრედიას" ღირსებას აღარ დაიცავენ. ფეხბურთელებმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ულიანოვი "სამტრედიას"  2018 წლის 27 ივნისს შემოუერთდა, მან ჩვენი გუნდის მაისურით 2 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ეგორ სმირნოვს, ფეხბურთელმა "სამტრედიასთან" კონტრაქტი 2018 წლის 25 ივლისს გააფორმა, მას მიმდინარე სეზონში 3 მატჩი სრულად ჩაატარა 2 მატჩში კი თამაშს შეცვლაზე ჩაერთო. მიმდინარე სეზონში მას ერთი გატანილი ავტოგოლიც უფიქსირდება.