ეროვნული ლიგა, 29-ე ტური

17 ოქტომბერი, 2018 - 05:21

"ეროვნული ლიგის" 29-ე ტურში "სიონი" "სამტრედიას" უმასპინძლებს. შეხვედრა 20 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 15:30 საათზე გაიმართება.

"სიონი" მიმდინარე სეზონში 21 ქულით ასპარეზობს და მე-8 ადგილს იკავებს. გუნდს 5 მოგებული, 17 წაგებული და 6 ფრედ დასრულებული მატჩი უფიქსირდება. 

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი "სიონს" სამჯერ დაუპირისპირდა. სამი შეხვედრიდან ორი მატჩი "სიონის" გამარჯვებით დასრულდა, მეორე წრის შეხვედრაში კი ფრე, 1:1 დაფიქსირდა.