ამხანაგური მატჩი

12 ოქტომბერი, 2018 - 10:02

სანაკრებო პაუზის პერიოდში "სამტრედია" ამხანაგურ მატჩს გამართავს.  ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შეხვდება. მატჩი დღეს, 15:00 საათზე, დავით აბაშიძეზე გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება. "სამტრედია" ორჯერადი ვარჯიშებით აქტიურ მზადებას განაგრძობს "ეროვნული ლიგის" მატჩებისთვის.