ეროვნული ლიგის 28-ე ტური

04 ოქტომბერი, 2018 - 06:26

"ეროვნული ლიგის" 28-ე ტურში "სამტრედია" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ოქტომბერს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე", 18:00 საათზე გაიმართება.

"ლოკომოტივი" მიმდინარე სეზონში 32 ქულით ასპარეზობს. გუნდს 9 მოგება, 5 ფრე და 12 წაგება აქვს. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, "სამტრედია" "ლოკომოტივს" უკვე სამჯერ დაუპირისპირდა. პირველ ტურში სამტრედიამ "ლოკომოტივი" დაამარცხა. მეორე წრეში ანგარიში ფრედ, 1:1 დასრულდა, მესამე წრეში კი "ლოკომოტივმა" ანგარიშით 3:2 სძლია სამტრედიას.