ეროვნული ლიგა 27-ე ტური

30 სექტემბერი, 2018 - 08:06

"ეროვნული ლიგის" 27-ე ტურში "საბურთალო" "სამტრედიას" მიხეილ მესხზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 1-ლ ოქტომბერს, 19:00 გაიმართება.

"საბურთალო" მიმდინარე "ეროვნულ ლიგაში" 59 ქულით პირველ ადგილს იკავებს. გუნდს 19 მოგებული, 5 წაგებული და 2 ფრედ დასრულებული მატჩი უფიქსირდება.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი "საბურთალოს" ორჯერ დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრა "საბურთალოს" გამარჯვებით დასრულდა.