ეროვნული ლიგა 26-ე ტური

13 დეკემბერი, 2018 - 01:59

"ეროვნული ლიგის" 26-ე ტურში "სამტრედია" "რუსთავს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" 18:00 საათზე გაიმართება.

"რუსთავი" მიმდინარე სეზონში 27 ქულით, მე-7 ადგილს იკავებს. გუნდს 6 მოგება, 10 წაგება და 9 ფრედ დასრულებული მატჩი უფიქსირდება. 

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი "რუსთავს" ორჯერ დაუპირისპირდა. მე-8 ტურში გუნდები ფრედ, 0:0 დაზავდნენ, მე-17 ტურში კი რუსთავმა ერთბურთიანი სხვაობით, 2:1 აჯობა "სამტრედიას".