სამტრედიას რიგებში მატებაა

24 სექტემბერი, 2018 - 08:19

25 წლის შემტევი, მიხეილ გორელიშვილი “სამტრედიას” რიგებს ოფიციალურად დღეს დაემატა. ფეხბურთელი ჩვენი გუნდის ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს. 

ქართველი შემტევი “სამტრედიას” საფეხბურთო კლუბ “რუსთავიდან” დაემატა. მანამდე ის ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა. 2016 წელს გორელიშვილი სომხურ “მიკაში” და რუსულ პირველ ლიგაში ასპარეზობდა.