თასის 1/8 ფინალი

17 სექტემბერი, 2018 - 22:18

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში საფეხბურთო კლუბი "გურია" "სამტრედიას" ლანჩხუთში დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 სექტემბერს, 15:30 საათზე გაიმართება.

საფეხბურთო კლუბი "გურია" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ში ასპარეზობს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში "გურიამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა. ლანჩხუთის გუნდმა თასის 1/8 ფინალის საგზური, 30-ე წუთზე ზუსტად შესრულებული 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოიპოვა. "კოლხეთის" წინააღმდეგ მატჩის 59-ე წუთზე, გურეშიძემ მოედანი წითელი ბარათით დატოვა.

სამტრედიამ თასის 1/16 ფინალში ასევე მე-3 ლიგის გუნდი, "მეშახტე" ტყიბულში დაამარცხა. "სამტრედიამ" მოწინააღმდეგეს 3 გოლი გაუტანა. მე-10 წუთზე გოლის ავტორი ივან ფატიჩი გახდა, მე-17 წუთზე კირკიტაძის უნაკლოდ შესრულებული პენალტი ვიხილეთ, 69-ე წუთზე კი მორიგი გოლის ავტორი ინტერს გი გახდა.