სამტრედია 3:5 დილა

14 September, 2018 - 18:12

“ეროვნული ლიგის” 24-ე ტურში “სამტრედიამ” გორის “დილას” უმასპინძლა. შეხვედრა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, 16:30 საათზე გაიმართა. 

23 ე წუთზე ტუღუშმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა, თუმცა"დილას" მეკარემ ზუსტი თამაშით გუნდი გადაარჩინა. რამდენიმე წამში გუგეშაშვილმა გოგიაშვილის თავური დარტყმაც მოიგერია და გუნდის გადარჩენა კვლავ მოახერხა. 25-ე წუთზე კოვტალუკმა ანგარიში გახსნა და გორის "დილა" დაწინაურდა.

ტაიმის დასასრულს "სამტრედიას" ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა,თუმცა ჯგერენაიას დარტყმა ხარიხას მოხვდა და პირველი ნახევარი "დილას" უპირატესობით დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე “დილამ” კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, გატანილი გოლის ავტორი ლეანდრო რიბეირო გახდა. 

შეხვედრის მე-60 წუთზე ბექა ტუღუშმა ულამაზესი გოლი გაუტანა გორის “დილას” და ანგარიში 1:2 გახდა. მიუხედავად მასპინძელთა აქტიურობისა “დილამ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე რიბეირომ ერისთავის უხეში შეცდომა გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. 

81-ე წუთზე “დილას” საჯარიმოში შესული ერისთავის წინააღმდეგ მეკარემ უხეშად ითამაშა, სამტრედიელთა 10იანმა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:3 დაფიქსირდა. 85-ე წუთზე ლიპარტიას დარტყმა მეკარემ ვერ დააფიქსირა და ანგარიში გათანაბრდა. დაძაბულ შეხვედრაში ლიპარტიას გოლი მატჩის საბოლოო გოლი არ აღმოჩნდა და “დილამ” კიდევ ორჯერ გაიტანა. 

საბოლოო ანგარიში 3:5 დილას სასარგებლოდ დაფიქსირდა.