სამტრედიას გიორგი დარასელია გაწვრთნის

12 September, 2018 - 12:33

სამტრედიის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს გიორგი დარასელია დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დარასელია გორის “დილას” წვრთნიდა.

“სამტრედია" ახალი მწვრთნელის თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს 14 სექტემბერს, “დილას” წინააღმდეგ გამართავს. დარასელიამ კი გუნდი ოფიციალურად დღეს ჩაიბარა.