საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ

08 September, 2018 - 18:49

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ერთა ლიგის" პირველი საშინაო მატჩი "დინამო არენაზე", 20:00 საათზე ჩატარდება. "სამტრედიას" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება მიკროავტობუსი, რომელიც ნაკრების საგულშემატკივროდ, ფანების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

  • გასვლის თარიღი: 09.09.2018
  • გასვლის დრო: 13:30
  • გასვლის ადგილი: გამგეობის მიმდებარე ტერიტორია