ტორპედო 5:2 სამტრედია

02 სექტემბერი, 2018 - 18:22

2 სექტემბერს, “ეროვნული ლიგის” 23-ე ტურში “ტორპედომ” “სამტრედიას” უმასპინძლა. 

შეხვედრის მე-5 წუთზე ჩვენმა გუნდმა ანგარიში გახსნა. ლიპარტიას გადაცემა გიორგი ფანცულაიამ ულამაზესი გოლით დაასრულა. მე-10 წუთზე ტუღუშს ანგარიშის გაზრდის არაჩვეულებრივი შანსი მიეცა, თუმცა კვასხვაძის ზუსტმა თამაშმა “ტორპედო” გადაარჩინა. მიუხედავად ამისა “სამტრედიამ” სხვაობა მაინც გაზარდა. ფანცულაიამ ქუთაისელთა მეკარე უშანსოდ დატოვა და 23-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. “ტორპედომ” საპასუხოდ ერთი გოლის გატანა, პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა და შეხვედრის მეორე ნახევარი ანგარიშით 1:2 განახლდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. “ტორპედომ” ანგარიში 50-ე წუთზე გაათანაბრა. გატანილი გოლის ავტორი სტუმართა ლეგიონერი, არფანგ დაფე გახდა. ანგარიშის გათანაბრებიდან 10 წუთში “სამტრედიამ” მორიგი გოლი მიიღო. “ტორპედო” თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა რასაც 81-ე წუთზე ავტო გოლი მოჰყვა, სმირნოვის ბურთის ჩაჭრის მცდელობა ჩვენი გუნდის კარში გოლის გატანით დასრულდა. შეხვედრის საბოლოო გოლი 92-ე წუთზე გავიდა. კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 5:2 “ტორპედოს” სასარგებლოდ დააფიქსირა.