ეროვნული ლიგა 23-ე ტური

31 აგვისტო, 2018 - 08:54

"ეროვნული ლიგის" 23-ე ტურში "ტორპედო" "სამტრედიას" ქუთაისში, "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 2 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

მეტოქე მიმდინარე ჩემპიონატში 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "ტორპედოს" 18 მატჩიდან 8 მოგება, 3 ფრე და 7 წაგება აქვს. 

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი "ტორპედოს" წელს მესამედ დაუპირისპირდება. გასულ ორივე შეხვედრაში კი გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" დარჩა.