სამტრედია კოლხეთს დაუპირისპირდება

19 ოქტომბერი, 2018 - 11:11

"ეროვნული ლიგის" 22-ე ტურში "სამტრედია" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. შეხვედრა "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, 17:00 საათზე გაიმართება. 

ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე ჩემპიონატში 8 ქულით ასპარეზობს, იგი "სამტრედიას" 2 ქულით ჩამორჩება და ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს. "კოლხეთს" 3 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება აქვს. შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების გამხილველმა კომიტეტმა, უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე, ფოთის "კოლხეთს" 6 ქულა დააკლო. 

"სამტრედიასა" და "კოლხეთის" ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. მე-4 ტურში "კოლხეთმა" "სამტრედიას" სძლია, მე-13 ტურის შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.