დინამო 0:0 სამტრედია

17 აგვისტო, 2018 - 06:28

18 აგვისტოს “ეროვნული ლიგის” 21-ე ტურის მატჩი გაიმართა. თბილისის “დინამომ” “სამტრედიას” “დინამო არენაზე” უმასპინძლა.

21-ე ტურის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიასა და საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის გოგონას ხსოვნას მიაგეს პატივი. 


შეხვედრის პირველ ნახევარში რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 

ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მეტოქეს მე-9 წუთზე მიეცა, მაგრამ დინამოელთა 11-მა, უზუსტობის გამო, შანსი ვერ გამოიყენა. მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ახლა უკვე “სამტრედიას” მიეცა, თუმცა ახალაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ენდელაძის დარტყმა ცველებმა მოიგერიეს, საბოლოოდ “სამტრედიამ” კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ჩაწოდების შემდეგ რუხაიასთან საჯარიმოში დარჩენილი გურული ხელით თამაშზე აპელირებდა, მაგრამ მსაჯმა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა. აღსანიშნავია 25-ე წუთზე სამტრედიელთა მორიგი იერიში, ლიპარტიას ზუსტი გადაცემა და ენდელაძის კიდევ ერთი დარტყმა კარის მიმართულებით, “დინამო” ამჯერად მცირეოდენმა უზუსტობამ გადაარჩინა.


შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო აქტიური და დაძაბული აღმოჩნდა. 47-ე წუთზე სამტრედიელთა მეკარემ ვაწაძის თავური დარტყმა შესანიშნავად მოიგერია. 47-ე წუთზე დინამოელთა მეკარემ ტუღუშის დარტყმის შემდეგ ბურთი ვერ დააფიქსირა, თუმცა შეცდომა მცველებმა გამოასწორეს და ლიპარტიას დარტყმის საშუალება არ მისცეს. 

“დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა 1 ქულის მოპოვება შეძლეს. “სამტრედია” ახლა უკვე 10 ქულით ასპარეზობს.

შემდეგ შეხვედრას “სამტრედია” ფოთის “კოლხეთთან” გამართავს. “ეროვნული ლიგის” 22-ე ტური “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, 26 აგვისტოს ჩატარდება.