ეროვნული ლიგა, 21-ე ტური

15 აგვისტო, 2018 - 13:24

"ეროვნული ლიგის" 21-ე ტური 18 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. "დინამო" ჩვენს გუნდს თბილისში, დინამო არენაზე უმასპინძლებს.

მიმდინარე ჩემპიონატში მეტოქე 44 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. "დინამოს" 14 მოგებული, 4 წაგებული და 2 ფრედ დასრულებული მატჩი უფიქსირდება.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს 2 ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა "სამტრედიას" მარცხით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" "დინამოს" საკუთარ მოედანზე დამარცხება, 21 წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს მოახერხა. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ჩვენი გუნდის გაბონელი ლეგიონერი, ანრი ნდონგი გახდა, რომელიც "სამტრედიას" ღირსებას აღარ იცავს.