სამტრედია სიონთან დამარცხდა

18 აგვისტო, 2018 - 06:42

10 აგვისტოს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე "ეროვნული ლიგის" მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. 

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ 10 წლის შემდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

"ეროვნული ლიგის" მე-20 ტური არცისე დაძაბული არმოჩნდა. შეხვედრის პირველ ნახევარში "სამტრედიას" კარში 3 გოლი გავიდა. მატჩის საბოლოო გოლი კი 74-ე წუთზე, დავით კირკიტაძემ გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" შემდეგ ტურში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.