ეროვნული ლიგა, მე-20 ტური

07 აგვისტო, 2018 - 11:09

10 აგვისტოს "სამტრედია" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:30 საათზე გაიმართება.

მეტოქე მიმდინარე "ეროვნულ ლიგაში" 13 ქულით ასპარეზობს და მე-8 ადგილს იკავებს. "სიონს" 3 მოგება, 4 ფრე და 12 წაგება აქვს. 

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი "სიონს" მიმდინარე ჩემპიონატში ორჯერ დაუპირისპირდა, მე-2 ტურში მოწინააღმდეგემ ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა, მე-11 ტური კი ფრედ, 1:1 დასრულდა.