ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა

04 აგვისტო, 2018 - 15:33

"ეროვნული ლიგის" მე-19 ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. 

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა და რეალური საგოლე მომენტის შექმნაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ სეძლო.

მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო. რომან ჩაჩუას გადაცემის გოლით დასრულების შანსი "სამტრედიას" ახალწვეულს, იგორ კოშმანს ჰქონდა, მან სადებიუტო გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ეს შანსი გიორგი ახალაძემ შესანიშნავად გამოიყენა და "ლოკომოტივის" კარში მახვილი კუთხიდან გოლი გაიტანა.


მე-60 წუთზე "სამტრედიას" კარში ავტო გოლი გავიდა და ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე "ლოკომოტივი" მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ამის შემდეგ "ლოკომოტივის" კარი რამდენჯერმე დარჩა უმეკაროდ და ჩვენს გუნდს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა თუმცა ანგარიშის გათანაბებრა მხოლოდ 90-ე წუთზე მოხდა. 

90-ე წუთზე "ლოკომოტივის" 27-მა საჯარიმოში ოლეგ მამასახლისი წააქცია. დანიშნული 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მამასახლისმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:2 გახდა. 


თუმცა დამატებით დროში მამია გავაშელიშვილმა თავისი მეორე და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.