ოლაიტან მაიკლმა "სამტრედია" დატოვა

02 აგვისტო, 2018 - 12:04

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოლაიტან მაიკლი ჩვენი გუნდის რიგებში აღარ ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიაკოსის" აღზრდილი შემტევი "სამტრედიას" 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ოლაიტანმა 2017 წელს, 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 2018 წელს "ეროვნული ლიგის" პირველივე ტურში თავი გამოიჩინა და "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში კი მაიკლმა ფეხის ტრამვა მიიღო და დაბრუნება ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მაიკლს თანამშრომლობისთვის, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.