ინტერს გი "სამტრედიას" ღირსებას აღარ დაიცავს

01 აგვისტო, 2018 - 12:03

ინტერს გიმ ჩვენი გუნდი კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო დატოვა.  

შეგახსენებთ, რომ შემტევი ნახევარმცველი "სამტრედიას" ღირსებას 2017 წლის ივნისიდან იცავდა, გიმ ჩვენი გუნდის მაისურით "ეროვნულ ლიგაში" 35 მატჩი ჩაატარა და 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერის ტიტულიც მოიპოვა.

"სამტრედია" მადლობას უხდის ინტერს გის თანამშრომლობისთვის, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.