სამტრედიამ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა

13 თებერვალი, 2020 - 14:15


მოგეხსენებათ, "სამტრედია" 10 თებერვალს თურქეთში გაემგზავრა და მოსამზადებელ ეტაპს ანტალიაში გადის.

ჩვენმა გუნდმა დღეს პირველი ამხანაგური მატჩი სლოვენიურ "კოპერთან" გამართა და შეხვედრა უგოლოდ დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, გოლი არ გავიდა და მატჩი 0:0 მორჩა.

შემდეგ ამხანგურ მატჩს "სამტრედია" 16 თებერვალს, უზბეკურ ბავ-ბაჰორისთან გამართავს, 22 თებრვალს კი ყაზახურ "ორდაბასს" დაუპირისპირდება.


სამტრედიას შემადგენლობა პირველ ტაიმში: სეფიაშვილი, ინკუმი, ჩაკვეტაძე, თოთაძე, რიკარდო, პავიშიჩი, ქოჩლაძე, კვირკვია, ყურბანოვი, დიზი, კრსტევსკი,

სამტრედიას შემადგენლობა მეორე ტაიმში: კულუა, საჯაია, ახალაძე, კამბა, ჯგერენაია, კერძევაძე, რობაქიძე, ილურიძე, ლუკავა, კამაცუ, ღირდალაძე.