სტეფან სიკაჩი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს!

12 თებერვალი, 2020 - 21:05

სტეფან სიკაჩი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს!

მოლდოველი მეკარე 2017 წელს "კოლხეთში", გასულ სეზონში კი "დინამო თბილისში" ირიცხებოდა.

სიკაჩი უკვე გუნდთან ერთადაა და ახალი სეზონისთვის ანტალიაში ემზადება.

პირველ ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი სლოვენიურ "კოპერთან" 13 თებერვალს გამართავს.