სამტრედია თურქეთში გაემგზავრა

10 თებერვალი, 2020 - 12:26

სამტრედია" თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 2 კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და 23 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება.

ჩვენი გუნდი თურქეთში 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

13 თებერვალს, "სამტრედია" სლოვენიურ "კოპერს" დაუპირისპირდება, 22 თებერვალს კი ყაზახურ "ორდაბასს." დანარჩენი 2 მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.


სამტრედია თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: კონსტანტინე სეფიაშვილი, გოგი კულუა, სტეფან სიკაჩი.

მცველები: დავით საჯაია, ალეკო ჩაკვეტაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ახალაძე, შოთა კერძევაძე, გიორგი ჯგერენაია, შალვა ნადირაძე, სამუელ ინკუმი, ლაშა თოთაძე, გუჯა რუხაია.

ნახევარმცველები: ანატოლი მესიაჩენკო, ლუკა რობაქიძე, ლაშა ქოჩლაძე, გურამ ლუკავა, გიორგი ილურიძე, მათე კვირკვია, დიეგო დიზი, სტრაჰინია პავიშიჩი.

თავდამსხმელები: ნიჯატ ყურბანოვი, ზურაბ ღირდალაძე, სტრაჰინია კრსტევსკი, ლუკა იმნაძე.